პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრებს დაკავებით ემუქრებიან. ამის შესახებ პარტიის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
პარტიის თავმჯდომარის, კახა კუკავასა და კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი მოსიაშვილის თქმით, ხელისუფლება მოსიაშვილის დაკავებას გეგმავს.
მათი ინფორმაციით, სავარაუდოდ, მას ბრალს იარაღის ტარების ან ნარკოტიკული დანაშაულისთვის წაუყენებენ.
„გიორგი მოსიაშვილი რამდენიმე წელია აქტიურად აფიქსირებს ოპოზიციურ შეხედულებებს და ის კახეთის მთავარი ოპოზიციური ძალის ხელმძღვანელია. "თავისუფალი საქართველო" აფთრხილებს ხელისუფლებას, თუ პარტიის მიერ მოპოვებული ინფორმაცია დადასტურდება და მოხდება მოსიაშვილის დაკავება, ეს ფაქტი, როგორც პარტიის, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან, განიხილება როგორც პოლიტიკური რეპრესია,"- განაცხადა კახა კუკავამ.
მოსიაშვილი განმარტავს, რომ ის მზად არის ნებისმიერ დროს გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება, რათა მოხდეს ყოვლეგვარი ეჭვის გამორიცხვა ნარკოტიკულ დანაშაულთან მისი შესაძლო კავშირის შესახებ.