როგორ ებრძვის სააკაშვილი ქართველ მედია მაგნატს

როგორ ებრძვის სააკაშვილი ქართველ მედია მაგნატს

The Moscow Times საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ქართული მედიის თავისუფლებაზე საუბრობს.  ჟურნალისტი პოლ რიმპლი, საქართველოში  ბოლო 8 წლის განმავლობაში მომხდარ ფაქტებს მიმოიხილავს და  აღნიშნავს, რომ საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ერთადერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.       პოლ რიმპლის  სტატიის      ქართულ ვერსიას Foreignpress აქვეყნებს.

ბოლო რვა წლის განმავლობაში ბევრი ადამიანი შეეცადა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების გამოწვევას. ყველა მათგანი გზადაგზა დისკრედიტირებული ყოფილი მოკავშირე იყო. ისინი ქმნიდნენ ოპოზიციურ პარტიებს, გმობდნენ რეჟიმს ქუჩის გამოსვლებით, თუმცა როგორც იგნორირებულნი, ასევე დარბეულნი იყვნენ პოლიციის მხრიდან მანამ, სანამ პოლიტიკურ დავიწყებას მიეცემოდნენ.

მაგრამ შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ოპოზიციური პოლიტიკის წესები შეცვალა. მან უკვე მიაღწია გაცილებით მეტს მის წინამორბედებთან შედარებით იმით, რომ პოლიტიკური ბრძოლა ქუჩიდან მედიაში გადაიატანა. თუმცა, ეს პოლიტიკური საგაც არანაკლებ გაუგებარი გამოცდილებაა.

წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 88% მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას იღებს ტელევიზიიდან, და სამივე ტელეკომპანია, რომელიც მთელი ქვეყნის მაშტაბით მაუწყებლობს, Fox News-ის ქართული ვერსიაა. თავისი მილიარდების მიუხედავად, ივანიშვილს არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს 30 წუთიან საინფორმაციო პროგრამებს, რომლებიც ექსკლუზიურად სააკაშვილს ეძღვნება, მაშინ როდესაც ივანიშვილს მთლიანად ნეგატიურ კონტექსტში აშუქებენ.

ამ სათამაშო ველის ოდნავი დაბალანსების მიზნით, ივანიშვილმა საკუთარი ტელეკომპანია, მე-9 არხი გახსნა, მაგრამ არცერთი საკაბელო ოპერატორი მას არ გაავრცელებს. შესაბამისად, საკაბელო კომპანია „გლობალ ტი-ვი“ შექმნა, რომელიც საკუთარ ძმას მისცა. და მთავრობაც ამოქმედდა.

პრომო-კამპანიის ფარგლებში, „გლობალ-ტი-ვი“-მ მომხმარებლებისთვის სატელიტური თეფშების დამონტაჟება უფასოდ დაიწყო. დამოუკიდებელმა ორგანომ კონტროლის პალატამ, რომელიც მთავრობამ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგისთვის შექმნა, აქციას მოქრთამვა უწოდა. თბილისის საქალაქო სასამართლო ამ შეფასებას დაეთანხმა და ივანიშვილი 45 მილიონი დოლარით დააჯარიმა.

შემდეგ პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბლიცკრიგი გამართა და ერთი ღამის განმავლობაში 300,000 სატელიტური თეფში დააკავა, რომელიც ხელისუფლების აზრით, შეიძლება დანაშაულისთვის გამოეყენებინათ. მთავრობის გარდა ეს ქმედება ყველამ მედიის შეზღუდვისკენ გადადგმულ მკაფიო მცდელობად აღიქვა.

სახის შენარჩუნებისთვის, პარლამენტმა მკვეთრად შეცვალა პოზიცია საკაბელო ოპერატორებზე „მასთ ქერის“ წესის გავრცელებაზე თანხმობით, თანაც მეორე დღეს მას შემდეგ, რაც აცხადებდა, რომ ინფორმაციის პლურალიზმს საფრთხე არ ემუქრებოდა და რომ კერძო კომპანიების ამხელა ვალდებულებებით აღჭურვა, არასწორი იყო. კანონს უახლოეს მომავალში მიიღებენ. ის „წინასაარჩევნო პერიოდში ყველა საკაბელო ოპერატორს ყველა სატელევიზიო არხის მაუწყებლობის გავრცელებას ავალდებულებს“.

მართალია მთავრობის ძალისხმევა გააუმჯობესოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (თუნდაც მცირე დროით) მისასალემებელია, თუმცა სინამდვილეში ჩვენ ვიცით ადამიანი, რომლის დამსახურებაცაა ეს სინამდვილეში - ეს არის ბიძინა ივანიშვილი.