Washington Post reported - ის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ერთობლივად შეიმუშავეს შპიონური ვირუსი, სახელწოდებით - Flame , რომელიც ინფორმაციის შეგროვებისათვისაა განკუთვნილი, რაც მათ ირანის ბირთვული პროგრამის ჩაშლაში დაეხმარებოდათ.
გაზეთის ინფორმატორები ამტკიცებენ, რომ ვირუსზე ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების ძალები და ისრაელის სამხედრო ძალები მუშაობდნენ.
Flame-ის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ირანელმა ინჟინრებმა ქარხნებზე შეტევა შეამჩნიეს. Washington Post-ი წერს, რომ თავდასხმა ისრაელის მიერ განხორციელდა. ირანის მიერ განხორციელებულმა კონტრქმედებემა კი, სპეციალისტები Flame-ს საბოლოო აღმოჩენამდე მიიყვანა.
Flame წარმოადგენს ძალიან დახურულ სისტემას, რომელშიც გამოყენებულია მსოფლიო დონის კრიპტოგრაფების და მატემატიკოსების მიღწევები. ის შეიძლება გადაეცეს მანქანიდან მანქანას, ყველაზე დაცულ ქსელებშიც კი, ის იღებს წვდომას მიკროფონებზე კამერაზე და Bluetooth-ზე. მას ასევე შეუძლია ქსელში შეღწევა USB ბარათების მეშვეობით. სხვა ბევრ პროგრამას აქვს ასეთი შპიონური შესაძლებლობები, მათგან განსხვავებით Flame-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მოთავსება შესაძლებელია 20მბ სივრცეში ორობით კოდში.