კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ გადაწყვიტა თავის კოლეგებს არ ჩამორჩეს და გამოუშვა თავისი პირველი არომატი სახელწოდებით -„S By Shakira“.
როგორც ვარსკვლავი ამბობს, სუნამო განკუთვნილია იმ ქალებისთვის, ვინც მის მსგავსად, ოცნებებითაა შთაგონებული.
„ბევრი რამ ხდება ახალი არომატის შექმნის საბაბი, მათ შორის ურთიერთობები და გარემოებები. ეს პროცესი რაღაცნაირად სიმღერის დაწერასაც ჰგავს, ორივე მათგანს ერთნაირად სჭირდება შთაგონება და მუშაობა. როგორც სიმღერა, არომატიც სხვადასხვა ნოტების კომბინაციით იქმნება, რომელთა ერთობლიობაც ჰარმონიას ქმნის,“- ამბობს მომღერალი თავისი სადებიუტო სუნამოზე და მომხმარებელს მისი სახით სურნელოვან ჰარმონიას სთავაზობს.
„S by Shakira“ - დამზადებულია ინდური ჟასმინისგან, თუმცა მას უფრო ხილის არომატი აქვს, ვიდრე კლასიკური ჟასმინის. ახასიათებს ცივი ფორთოხლის ყვავილისა და გარდინიის სურნელი. ასეთი მიქსის დამსახურებით კი მიღებულია გაზაფხულის მსუბუქი და გამჭვრივალე არომატი.
„მე მჯერა, რომ ეს არომატი გახდება სიმღერა, ერთ-ერთი, იმ დაუვიწყარ მუსიკათაგანი, რომელშიც მხოლოდ, რამდენიმე აკორდი შედის მაგრამ, ბევრს ნიშნავს და გამოხატავს. გვაოცებს და სამუდამოდ რჩება ჩვენს გულებში“ - ამბობს კოლუმბიელი ვარსკვლავი.