პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას მცხეთა–მთიანეთში განაგრძობს. „ქართული ოცნების“ აქცია 1 ივლისს, მცხეთაში, თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე 19.00 საათზე გაიმართება. აქციის ჩატარებაზე ოფიციალური ნებართვა კოალიციამ მცხეთის მუნიციპალიტეტისგან უკვე მიიღო.
ცნობისთვის, პოლიტიკურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია 27 მაისს დაიწყო. პირველი აქცია „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში გამართა, შემდეგი აქცია ქუთაისსა და გურიაში იყო.