წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ბრიფინგს გამართვას.
ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, ბრიფინგზე საუბარი შეეხება საქართველოში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებს. მათ შორის საუბარი იქნება 27 წლის ბათუმელ რაულ დუმბაძეზე, რომელმაც საპატიმროში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ინფორმაციით, რაულ დუმბაძის დაპატიმრებაც და თვითმკვლელობაც ბურუსით მოცულია და აჭარაში გავრცელებულ ტრეფიკინგს უკავშირდება.
არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ბრიფინგში მონაწილეობას მიიღებენ მოძრაობა „არა“ და პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდი. მას გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატიც დაესწრება.