ცნობილმა ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა და მისმა დედამ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა ლიუდმილა ნარუსოვამ, სობჩაკის ოპოზიონერობის გამო, ჟურნალისტების წინ იკამათეს.
„მე არ ვთვლი რომ ჩემი ქალიშვილი რადიკალი ოპოზციონერია. მე კარგად ვიცნობ მას შიგნიდან და ვიცი მისი შეხედულებები, ვიცი ასევე მისი ხმამაღალი განცხადებები. ის, რომ მისი გვარი ნავალნის, უდალცოვის და იაშინის შემდეგ იწერება მასმედიაში, ეს არ მომწონს. ის სხვანაირია და მას სხვა შეხედულებები გააჩნია“,- განაცხადა სენატორმა „სნობთან“ ინტერვიუში.
სობჩაკმა დედამისს შეკითხვა დაუსვა, თუ რას გულისხმობდა ქალბატონი ლიუდმილა „შიგნიდან კარგად ვიცნობ“. დედამისის პასუხის შემდეგ, რომ „ის მის შინაგან სულიერ სამყაროს გულისხმობდა“, ქსენიამ ეჭვი გამოთქვა, რომ დედამისი მის შინაგან სულიერ სამყაროს კარგად იცნობს.
„არ მგონია, შენ ცდები. თანაც, არ მგონია რომ ნავალნი, უდალცოვი და იაშინი ისეთი ცუდები იყვნენ, რომ მათ გვერდით ჩემი გვარის ხსენება არ შეიძლებოდეს . მე არ ვთვლი, რომ ეს ადამიანები იმდენად ერთფეროვნები არიან, რომ შეიძლება ისინი ყველანი ერთად რადიკალურ ჯგუფს მივაკუთნოთ“,- განაცხადა სობჩაკმა.