სოროსი ევროპის გადარჩენას გეგმავს

სოროსი ევროპის გადარჩენას გეგმავს

ჯორჯ სოროსი იტალიის და ესპანეთის ობლიგაციების შესაძენად ევროპას, სპეციალური ფონდის შექმნისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცნობილი სომეხი ინვესტორი ევროპას კრახს კიდევ ერთხელ უწინასწარმეტყველებს .

Bloomberg-თან ინტერვიუში სოროსმა განაცხადა, რომ მისი ხარჯით იტალიური და ესპანური ბონდების შექმნა ორივე ქვეყანას საშუალებას მისცემს  საბიუჯეტო ეკონომიკის რეალისტური პროგრამების რეალიზაცია განახორციელონ. ასეთი ფონდის დაფინანსება შესაძლებელია მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სახაზინო ვალდებულებებზე პასუხისმგებლობას აიღებენ, რაც ქაღალდების დაბალ ღირებულებებს განსაზღვრავს.

ჯორჯ სოროსმა თავისი გეგმა ევროკავშირის ლიდერებს უკვე გადაუგზავნა.