კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება გლობალ ტვ-ისა და „ელიტა ბურჯის“ დაყადაღებათან დაკავშირებით უსამართლო იყო.
როგორც ფანჯიკიძე აცხადებს, ეს ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რომ მოსახლეობას ინფორმაცია შეეზღუდოს და არ მიიღოს დეტალური ინფორმაცია.
„ეს არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ხელისუფლებას და აბსოლუტურად ყველა გზით ცდილობს, რომ ეს უფლება შეუზღუდოს საზოგადოებას. იმიტომ რომ კარგად იცის, თუ იქნება ინფორმირებული საზოგადოება, ის დაინახავს, რომ ყველაფერი, რასაც სახელისუფლებო არხები გადასცემენ არის ტყუილი და რეალობა სინამდვილეში სულ სხვანაირია“, - განაცხადა ფანჯიკიძემ, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ ეს მაინც ვეღარ უშველის სააკაშვილს.
შეგახსენებთ, რომ „ელიტა ბურჯის“ შენობაში კონტროლის პალატის გადაწყვეტილების საფუძველზე, კრიმინალური პოლიცია შევიდა, რომელმაც სასამართლოს დადგენილებით კომპანიის ქონება დააყადაღა. დაყადაღებულია ასევე გლობალ ტვ-ის კუთვნილი ქონებაც.