კომპანია „გლობალ ტვ“-ის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნატა გელაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას, მოსამართლის ხელმოწერა აკლია.გელაძის განცხადებით, მათ განჩინება „ელიტა ბურჯს“ სთხოვეს და მოიპოვეს.
„საოცრება ის არის, რომ განჩინებას მოსამართლის ხელმოწერა აკლია. აქედან გამომდინარე, სამართალდამცველების ყველა ქმედება უკანონოა. ამ წუთას ჩამოვყალიბდებით, თუ რა ზომებს მივმართოთ. ამ ყველაფერს სასამართლოში გავარკვევთ“, - განაცხადა გელაძემ.
მისივე თქმით, ამ წუთებში, სამართალდამცველები საქართველოს მასშტაბით კომპანიის ყველა ოფისში იმყოფებიან.
საქალაქო სასამართლოში „გლობალ ტვ-ის“ ქონების დაყადაღების შესახებ, კომპანიისთვის ჩაბარებული დოკუმენტში მოსამართლის ხელმოწერის არარსებობას უარყოფენ.
როგორც საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, გამორიცხულია დოკუმენტზე ხელმოწერა არ ყოფილიყო.
„გამორიცხულია ეგ ამბავი. შეიძლება ეს იყოს ელექტრონული წარმოება და შესაძლოა, აქ იყოს პრობლემა“, - განაცხადეს საქალაქო სასამართლოში.