პროკურატურამ

პროკურატურამ "ელიტა ბურჯთან" დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

"კომპანია "ელიტა ბურჯის" ცენტრალურ და სხვა საწყობებში პოლიციის წარმომადგენელთა გამოცხადება განპირობებულია "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული სატელევიზიო ანტენების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებით. ზემოთ აღნიშნული ანტენების ძირითადი ნაწილი სწორედ "ელიტა ბურჯის" საწყობებშია განთავსებული.

პოლიციელთა მოქმედება დაკავშირებულია ყადაღის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საპროცესო ღონისძიებასთან, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ უკავშირედბა "ელიტა ბურჯის" სამეწარმეო საქმიანობის ან სხვაგვარი აქტივობის რევიზიას", - ნათქვამია განცხადებაში.