ამ წუთებში სპეციალური ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები ქობულეთის გასართობ ცენტრ „ციცინათელაში“ იმყოფებიან. პარკი "ციცინათელა" მართვის უფლებით კომპანია "ელიტა ბურჯს" აქვს აღებული.
პოლიცია გასართობი ცენტრის „ციცინათელას“ მიმდებარე დამხმარე შენობაშია, სადაც საწყობებია განთავსებული. გაკეთებულია სპეციალური ლენტი და პოლიციის წარმომადგენლები „ციცინათელას“ თანამშრომლებს, ჟურნალისტებსა და სხვა დაინტერსებულ პირებს გასართობი ცენტრის ტერიტორიაზე არ უშვებენ.
მათი განცხადებით, დეტალური ინფორმაციისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს უნდა მივმართოთ.
„ციცინათელას“ თანამშრომლების თქმით, პოლიციის თანამშრომლები „ციცინათელას“ ტერიტორიაზე დაახლოებით, 4 საათისთვის მივიდნენ, მათი თქმით, მათ „გლობალ ტვ-ის“ საწყობი აინტერსებდათ, წარადგინეს ორდენი და საწყობის გამგესთან გასაუბრება მოითხოვეს.
„ციცინათელას“ მიმდებარე ტერიტორიაზე არაა მობილიზებული სპეციალური დანიშნულების რაზმი, იქ მხოლოდ პოლიცია იმყოფება და სიტუაციას აკონტროლებს.