კომპანია „ელიტა ბურჯში“ პოლიციის შესვლას თანამშრომლები ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, პოლიციელები შენობაში დაახლოებით 10- 15 წუთის წინ შევიდნენ.
პოლიციელები შენობაში არ უშვებენ კომპანიის იმ თანამშრომლებს , რომლებიც გარეთ იმყოფებიან და არც შენობიდან გამოსვლის უფლებას აძლევენ ვინმეს.
ცნობისთვის, კომპანია „ელიტა ბურჯის“ სახელი კონტროლის პალატამ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირა და ამ კომპანიის რესურსების გამოყენების მიზეზით კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი 11 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა.
ივანიშვილი ამ კომპანიის რესურსების გამოყენებით, „ქართული ოცნებისთვის“ 239 ავტომობილის შეღავათებით მიქირავებაში დაადანაშაულეს, რაც კონტროლის პალატის მტკიცებით, ივანიშვილის საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა.