თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად 20 ივნისს, ოცი წლის წინ მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებული 1963 წელს დაბადებული რამაზ ქანაშვილი დააკავეს.
შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიების შედეგად დაგდინდა, რომ 1992 წლის 31 მაისს, თემქის დასახლებაში ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე, რამაზ ქანაშვილმა გადაჭრილი სანადირო თოფიდან გასროლით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ამავე მისამართზე მცხოვრებ, 1962 წ.დ. ბადრი ვლადიმერის ძე ფარსაღაშვილს.
დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო რამაზ ქარაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ქანაშვილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებ. აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას თბილისის მთავარი სამმართველო აწარმოებს.