დღეს, ლეგენდარული როკ-მუსიკოსის ვიქტორ ცოის 50 წლის იუბილეა. საბჭოთა პერიოდის როკ-მუსიკის, ერთ-ერთი, მამამთავარი, ჯგუფ „კინოს“ სოლისტი 1962 წლის 21 ივნისს ლენინგრადში, ფიზკულტურის მასწავლებლის ვალენტინა ცოისა და ინჟინრის რობერტ ცოის ოჯახში დაიბადა.
ბავშვობიდანვე უცნაური ლენინგრადელი ბიჭი იყო. ხატვის ნიჭით დაჯილდოებული მუსიკოსი, რომელიც მეხუთე კლასიდან ცდილობდა საკუთარი ხმა დაეხვეწა. ვიქტორ ცოი, არის ლეგენდა, რომელზედაც ამბობდნენ, რომ ხმა არ ჰქონდა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე ვერ უკრავდა, არც სამსახიობო ნიჭით გამოირჩეოდა და არც გარეგნობით.
მიუხედავად ამისა, 1981 წლის ზაფხულში მან ჩამოაყალიბა ორკაციანი ჯგუფი „Кино“, რომელსაც თავდაპირველად „Гарин и гиперболоиды“ ერქვა. მოგვიანებით ჯგუფის ორ წევრს, ვიქტორ ცოისა და ალექსეი რიბინს, ოლეგ ვალინსკი შეუერთდა.
1983 წელს ჯგუფი დროებით დაიშალა, მაგრამ მალე, ახალი შემადგენლობით აღდგა. ახალი კოლექტივი ასე გამოიყურებოდა: ვიქტორ ცოი, გეორგი გურიანოვი, ალექსანდრ ტიტოვი, რომელიც შემდეგ იგორ ტიხომიროვმა ჩაანაცვლა.
ჯგუფი „კინო“ თავიდანვე პოპულარული არ გამხდარა. ისინი სამ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიიწევდნენ ტრიუმფისაკენ. ამ დროის განმავლობში ცოიმ ბევრი რამ გადაიტანა: ქრონიკული უფულობა, სამსახურისა და ბინის ხშირი ცვლა, ათასგვარი სამსახური: მაშველად - პლიაჟზე, დამლაგებლად საზოგადოებრივ აბანოში, ხეზე მკვეთავად, მაგრამ მისი საყვარელი სამუშაო ცეცხლფარეშობა იყო, ერთ-ერთ, საქვაბეში, რომელსაც მიუძღვნა სიმღერა „კამჩატკა“.
პირველი აღიარება „კინომ“ 1984 წელს ლენინგრადის II როკ-ფესტივალზე მოიპოვა. 80-იანი წლების ბოლო ჯგუფისთვის იყო ტრიუმფალური აღმოჩნდა. გამოვიდა მათი ალბომი, „Группа Крови“ რომელსაც მოჰყვა ფილმი „ასა“ სადაც მათ მიერ შესრულებული სიმღერა „ჩვენ ველით ცვლილებებს“ იმდროინდელი ახალგაზრდობის ჰიმნად იქცა.
1990 წლის 24 ივნისს, მოსკოვში ჯგუფის ისტორიაში ბოლო, გრანდიოზული, კონცერტი გამართა, სადაც სიმბოლურია, რომ ოლიმპიური ცეცხლიც კი აინთო (პირველად 1980 წლის ოლიმპიადის შემდეგ).
1990 წლის 15 აგვისტოს, 12 : 28 წთ-ზე, ვიქტორ ცოი, რიგასთან, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მისი სიკვდილი მილიონობით ადამიანისთვის შოკის მომგვრელი იყო...
„Цой жив, Цой будет жит!!!” ასეთი წარწერები უკვე 20 წელიწადზე მეტია ამშვენებს კედელებს და მისი შემოქმედება პოპულარობას დღემდე არ კარგავს.
გთავაზობთ ვიქტორ ცოის მამის, რობერტ ცოის ინტერვიუს РИА Новости-სთან, რომელიც ლეგენდარული როკ-მუსიკოსის მამამ შვილის იუბილეთან დაკავშირებით მისცა.
-როდის შეამჩნიეთ ვიქტორის მიდრეკილება ხელოვნებისკენ?
-თავდაპირველად ის ხატვით იყო გატაცებული. ეს პირველად დედამ, ვალენტინამ შენიშნა. მან მაშინვე იგრძნო, რომ მასში რაღაც შემოქმედებითი იდო. დედამ გადაწყვიტა, რომ ვიქტოს ხატვის ნიჭი ჰქონდა და ის ქალაქის სამხატვრო სკოლაში მიიყვანა, სადაც ვიქტორი ხუთი წელი სწავლობდა. ხატვა კარგად გამოსდიოდა და ბავშვობიდანვე იღებდა მონაწილეობის, სხვადასხვა, გამოფენებში. რადგან მხატვრობის ნიჭი ბავშვობიდანვე გამოავლინა გვეგონა, რომ ბოლომდე ამ გზას გაჰყვებოდა. არც გვიფიქრია, რომ მას მუსიკა გაიტაცებდა.
-რა იყო მისი ნამუშევრების მთავარი მოტივი?
-სანამ სტუდენტი იყო, ძირითადად ნატურმორტებსა და გრაფიკულ ნამუშევრებს ხატავდა. ხოლო, შემდეგ როდესაც მუსიკას დაუახლოვდა, დაიწყო „ბითლზებისა“ და სხვა უცხოელი შემსრულებლების“ ხატვა. ახალგაზრდობაში განსაკუთრებული ბითლომანი იყო. ვფიქრობ, როკ-მუსიკის გზის არჩევაში ვიქტორისთვის გადამწყვეტი როლი, ლენონმა და საერთოდ ჯგუფმა The Beatles ითამაშა.
-შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორ დაიწყო ვიქტორის გატაცება როკით?
-ეს გატაცება ადრეულ ასაკში დაიწყო, როდესაც მის ხმაში გარდატეხის პერიოდი დადგა. ის ცდილობდა ემღერა. ახლა მესმის, რომ მაშინ ძალიან ბევრს იტანჯებოდა... ერთხელ სახლში დავბრუნდით და გავიგონეთ, აბაზანაში ვიღაც ყმუოდა, ეს ვიქტორი იყო, რომელიც თავის ხმას წრვთნიდა. როკ-მუსიკას მაშინ მოკიდა, ხელი როცა ხმა ნორმაში მოიყვანა. ეზოს ბიჭებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნა და სიმღერა დაიწყო.
-როდის დაწერა ვიქტორმა პირველი სიმღერა?
-გრებენშიკოვს აქვს კარგად აღწერილი ეს ამბავი.( ბორის გრებენშიკოვი „Аквариум“- ის ლიდერი, „კინოს“ ორი ალბომის პროდიუსერია.) 20 წლის იქნებოდა პირველი სიმღერა, რომ დაწერა და ბორისს აჩვენა. მახსოვს მისი, ერთ-ერთი, პირველი იყო სიმღერა,- Мои друзья всегда идут по жизни маршем. ამ დროს მას გრებენშიკოვი მფარველობდა, ვიქტორი ძალიან დიდ პატივს სცემდა მას. რაღაც მეტრად სთვლიდა და ამაზეც ბევრიც აქვს დაწერილი.
-თქვენ ყოფილხართ მის კონცერტებზე?
-მხოლოდ ერთხელ, მე და ვალენტინა ვიყავით, მაშინ ის უკვე პოპულარული იყო, 88-89 წელები იყო, თუ არ ვცდები. ცუდი არ იყო, რა თქმა უნდა, ბევრი ხალხი ესწრებოდა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ყველამ მომენტალურად გვიცნო. ეტყობა, რაღაც მსგავსებები გვქონდა.
-როგორ შეხვდით, მის პირველ გამოჩენას ტელევიზორში?
-სხვათა შორის, პირველად 1985 წელს გამოჩდა, მხოლოდ ერთი წუთით, ან ორით. შემდეგ, უფრო და უფრო, ხშირად ჩანდა. 88-89 წლებისთვის მას რეგულარულად იწვევდნენ გადაცემაში Взгляд. ამ დროს ვიქტორი ძალიან პოპულარული იყო. ეს ჩვენთვის უჩვეულო იყო და სიამაყის ელემენტებიც ახლდა, რა თქმა უნდა.
-როდის გააცნობიერეთ, რომ ვიქტორი ვარსკვლავი იყო?
-სამწუხაროდ, ის ფაქტი რომ ჩვენი შვილი - ვარსკვლავი იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ გავაცნობიერეთ. მანამდე, ჩვენ რატომღაც არ ვფიქრობდით ამაზე. მაგრამ როგორც კი, დაიღუპა ყველასთვის ყველაფერი ერთბაშად გახდა ცხადი, ჩვენთვისაც ასევე. დიახ, მისი პოპულარობა გარდაცვალების შემდეგ, უფრო და უფრო, იზრდებოდა.
-შვილთან ურთიერთობის რომელი მომენტი გახსენდებათ ყველაზე მეტად?
-ჩვენი ბოლო შეხვედრა მახსოვს. ის ჩვენთან მაშინ მოვიდა, როდესაც ვალენტინას სამსახურში Жигули-ს მარკის ავტომანქანა მისცეს. ჩვენ არ გვქონდა იმდენი ფული, რომ მანქანის ყიდვა შეგვძლებოდა. იმ დღეს, მან როგორც არაფერი ისე ამოგვიტანა 9 ათასი რუბლი - ეს იმ დროს დიდი ფული იყო. ვიქტორმა დაუდევრად დაგვიდო მაგიდაზე, მაშინ რაღაც არ მომეწონა მის გამოხედვაში, მის თვალებში, რაღაც მტკივნეული მომეჩვენა. შეწუხებული იყო, მაგრამ მაშინ არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება, შემდეგ კი...
-რას ფიქრობთ, როდესაც კედლებზე წარწერებს ხედავთ - „ცოი ცოცხალია“ ან ქუჩაში გესმით ხმა, რომელიც მის სიმღერას მღერის?
-მას შემდეგ უკვე 22 წელი გავიდა. თანდათანობით მივეჩვიე. ადამიანი ყველაფერს ეგუება. თავდაპირველად ეს ძალიან მძიმე იყო. ვფიქრობდით, გავიდოდა ოთხი, ხუთი წელი და ხალხს დაავიწიყდებოდა ის. სინამდვილეში მისი პოპულარობა არ განელებულა, პირიქით. მიკვირს, რომ 15-20 წლის ახალგაზრდები, რომლებიც მას საერთოდ არ იცნობდნენ ვიქტორს ძალიან აფასებენ, უყვართ მისი მუსიკა და უსმენენ კიდევაც, - ეს გვიჩვენებს იმას, რომ ის ნამდვილად ნიჭიერი იყო.
-შვილის რომელი სიმღერა გიყვართ ყველაზე მეტად?
-მისი ცნობილი სიმღერები „Группа крови“ და „Звезда по имени Солнце“ მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ რატომღაც ყველაზე მეტად მისი „Стук“ მომწონს.