ცხრა ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა, ჯაკარტაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად. სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელიც ინდონეზიის სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნის, დღეს დილით ჩამოვარდა და საცხოვრებელ კორპუსებს დაეცა. თვითმფრინავს, ჩამოვარდნის შემდე,გ ცეცხლი გაუჩნდა და შემთხვევის ადგილზე ექვსი საცხოვრებელი სახლიც დაიწვა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული თვითმფრინავი სასწავლო ფრენას ასრულებდა და მასში 7 ადამიანი იმყოფებოდა.
ინდონეზიის სამხედრო-საჰაერო ძლების ოფიციალური წარმომადგენელი აზმან იუნუსის განცხადებით, დაიღუპა ბორტზე მყოფი 6 ადამიანი, გადარჩენილი ერთადერთი პილოტი რეანიმაციაში იმყოფება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულებს შორის არის ორი ადგილობრივი მცხოვრები და ერთი ბავშვი, რომლებიც იმ შენობაში იმყოფებოდნენ, რომელსაც თვითმფრინავი დაეცა.
შემთხვევის ადგილზე მედიკოსთა და მეხანძრეთა ბრიგადები ამ წუთამდე მუშაობენ.