დღეს, ქედაში „თავისუფალი საქართველო“-ს ოფისის პრეზენტაცია გაიმართა. ქედის რაიონულ ორგანიზაციას რომან ბედინაძე უხელმძღვანელებს.
პრეზენტაციას პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა და გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე ესწრებოდნენ.
ადგილობრივებს პარტიის წარმომადგენლებმა „თავისუფალი საქართველო“-ს გაზეთები და საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს.
პარტია „თავისუფალ საქართველოს“ საქართველოს მასშტაბით 24 ოფისი აქვს. სამომავლოდ 73 საარჩევნო ოლქში პარტიისწარმომადგენლობის გახსნა იგეგმება.