ევროპა ყარბაღის პრობლემის მოგავრების გზებს ეძებს

ევროპა ყარბაღის პრობლემის მოგავრების გზებს ეძებს

„სამხრეთ ტიროლის მოლაპარაკებების მეთოდი შესაძლებელია მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლადაც გამოდგეს“ -ეს განცხადება ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპის ეროვნული უმცირესობები: სამხრეთ ტიროლის მეთოდი მთიან ყარაბაღთან დაკაშირებით“ იტალიელმა პროფესორმა რობერტო ტონიატიმ გააკეთა.

 

„მთავარია მოხდეს მშვიდობიანი გზებით პრობლემის გადაწყვეტა. მოსახლოება, რომელიც მთაინ ყარნაღში კონფლიქტამდე ცხოვრობდა, ადგილზე უნდა დაბრუნდეს“,-განაცხადა ტონიატიმ. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ მინსკის ჯგუფის, ეუთოს,  აგრეთვე აზერბაიჯანის, ავსტრიისა და იტალიის წარმომადგენლები. 

 

სამხრეთ ტიროლს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ათეული წლების განმავლობაში იტალია და ავსტრია ვერ იყოფდნენ. მიუხედავად იმის, რომ იყო შეიარაღებული შეტაკებები და ტერაქტები, კონფლიქტის განმავლობაში მხოლოდ 16 ადამიანი დაიღუპა. 

 

1969 წელს იტალიამ შეიმუშავა და წარადგინა 139 პუნქტიანი დებულება, რომლის თანახმადაც ხელისუფლების გადანაწილება როტაციის წესით, პროპორციულად უნდა მომხდარიყო, გარდა ამისა იტალიის მხარე თავის ტავზე იღებდა საზოგადოების ჯანდაცვის, სოციალური გარანტიებისა და ფინანსური რესურსების პრობლემებს. აღებული გადასახადების 90% რჩებოდა სამხრეთ ტიროლში, მხოლოდ 10% მიდიოდა ცენტრში.

 

1972 წელს გაფორმდა სამხრეთ ტიროლის ავტონომიის სტატუსი იტალიის შემადგენლობში, ხოლო ავსტრიამ 1992 წელს უარი განაცხადა რაიმე პრეტენზიაზე სამხრეთ ტიროლთან დაკავშირებით.