დიპლომატები

დიპლომატები "ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფციას" გაეცნენ

 

 სამმა საპარლამენტო კომიტეტმა დღეს „ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფცია“ განიხილა და მიიღო. განხილვას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პარლამენტის დისაპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმმჯდომარის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, სტაბილური, უსაფრთხო, მშვიდობიანი და განვითარებული კავკასიის რეგიონი ქართული სახელმწიფოს გენერალური იდეაა.

„სწორედ ეს გენერალური იდეა არის წარმოჩენილი ამ კონცეფციაში. აქ არის წარმოჩენილი შეხედულებათა ის სისტემა და კონცეფტუალუი საფუძვლები, რასაც შემდგომში უნდა დაემყაროს ქართული სახელმწიფოს სტრატეგია ჩრდილოკავკასიის რეგიონთან დაკავშირებით. ეს მიმართულებები არის ადამიანის უფლებები, რეგიონალური უსაფრთხოება, განათლება და კულტურა, ხალხთა შორის კავშირები“, – აღნიშნა წიკლაურმა. 

„ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფციაში“ აღნიშნულია, რომ საქართველო  დაეხმარება ჩრდილოკავკასიელ ხალხებს საკუთარი უფლებების დაცვაში, მათი რეალური მდგომარეობის შესახებ მსოფიო საზოგადოების ინფორმირების გზით.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო მიესალმება მის ტერიტორიაზე შემოსულ ჩრდილო-კავკასიელ ტურისტებს და მათ ჩამოსვლას განიხილავს ადამიანებს შორის კავშირების გაღრმავებისაკენ გადადგმულ ნაბიჯად. 

ამ კონფეციას პარლამენტი თვის ბოლომდე დაამტკიცებს.