ხიზრი ალდამოვი: რუსეთსა და ჩეჩნეთში განხორციელებული ბევრი ტერაქტი საქართველოში იგეგმებოდა

ხიზრი ალდამოვი: რუსეთსა და ჩეჩნეთში განხორციელებული ბევრი ტერაქტი საქართველოში იგეგმებოდა

ჩეჩნეთში ახლახანს დაბრუნებული საქართველოში იჩქერიის რეპუბლიკის წარმომადგენლის ხიზრი ალდამოვის განცხადებით, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ედუარდ შევარდნაძე ეხმარებოდა ბოევიკებს, რომლებიც ტერაქტებს რუსეთის, მათ შორის ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ახორციელებდნენ.

„საქართველოში იქმნებოდა სპეციალური ბანდფორმირებები, რომლებიც არაფრის წინაშე არ იხევდნენ. ბევრი ტერაქტი, რომელიც რუსეთის, მათ შორის ჩეჩნეთშიც ხორციელდებოდა, საქართველოში იგეგმებოდა.ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სააკაშვილმა და ხელისუფლების სპეცწარმომადგენლებმა შექმნეს ახალი დაჯგუფება „იჩქერიის მთავრობის“ სახით, რუსეთზე ზემოქმედებისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ტერორისტული დაჯგუფებების გასააქტიურებლად“,-წერს გამოცემა ВЗГЛЯД „გროზნი-ინფორმზე“ დაყრდნობით.

ხიზრი ალდამოვის განცხადებით, სააკაშვილმა რამდენიმე არაოფიციალური შეხვედრა გამართა საფრანგეთში მცხოვრებ იჩქერიის პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან ახიად იდიგოვთან.

„იდიგოვი მხარს უჭერს სააკაშილის ანტირუსულ პოლიტიკას. „იჩქერიის მთავრობის“ წევრები ე.წ „პანკისის ჯამაათში“ ფორმირდებიან, რომელთა საშუალებითაც აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა ტერორისტული აქტები ჩრდილოეთ კავკასიაში. ამ ყველაფერს კი საინფორმაციო მხარდაჭერას უცხადებს „პირველი კავკასიური საინფორმაციო“ სადაც ჯოხარ დუდაევის მეუღლე ალა დუდაევა მუშაობს“,-აცხადებს ალდამოვი.

საქართველოში იჩქერიის რეპუბლიკის წარმომადგენლის განცხადებით, მას შემდეგ რაც ის „პანკისის ჯამაათის“ წინააღმდეგ გამოვიდა, ის მოწამლეს. „ჩემი მოწამვლის ოპერაცია ჩატარდა ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის გია გაბუნიას მეთაურობით, თუმცა ისინი ცდილობდნენ მოწამვლის მცდელობა რუსეთზე გადაებრალებინათ“,- აცხადებს ალდამოვი.

ხიზრი ალდამოვი რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთის რესუბლიკაში დაბრუნდა, ბოდიში მოუხადა პირადად რამზან კადიროვს, ჩეჩენ ხალხს და სურვილი გამოთქვა ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყო.