კახა ანჯაფარიძე:  როდესაც ჯარიმის გადახდა არ ხდება ჩვეულებრივი პროცედურება იწყება, რაც  ამ თანხის ამოღებას გულისხმობს

კახა ანჯაფარიძე: როდესაც ჯარიმის გადახდა არ ხდება ჩვეულებრივი პროცედურება იწყება, რაც ამ თანხის ამოღებას გულისხმობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კახა ანჯაფარიძე განმარტავს, რომ კანონმდებლობა იძულებით ქონებით აღსრულებას ითვალისწინებს. ეს კომენტარი ანჯაფარიძემ ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებასთან და მის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხზე გააკეთა.   

„იქნება ქონებაზე მიქცევა და იძულებითი აღსრულება. ეს არის სააღსრულებო წარმოებაში ანბანი“, – აღნიშნა From.ge–სთან საუბარში კახა ანჯაფარიძემ.  

მისივე განმარტებით, ზოგადად კანონის თანახმად, როდესაც გადახდა არ ხდება ჩვეულებრივი პროცედურები იწყება, რომელიც  ამ თანხის ამოღებას გულისხმობს.

„კონკრეტულ შემთხვევაზე ვერაფერს ვერ გეტყვით თუ რა მექანიზმები იქნება ამოქმედებული“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოადგილემ.  აღსრულების ეროვნული ბიურო ბიძინა ივანიშილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გუშინ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაჯარიმებულს გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულებისთვის 7 დღიანი ვადა მისცა.

„აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოვიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული 2 სააღსრულებო ფურცელი, რომელთა თანახმადაც ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით თანხა 74 325 065. 65  ლარის ოდენობით“, –  ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.