საპენსიო პაკეტის ზრდასთან დაკავშრებულ დეტალურ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო სავარაუდოდ ივლისიდან გაავრცელებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, პირველი სექტემბრიდან საპენსიო პაკეტის 140 ლარამდე გაზრდა იგეგმება.
„ივლისიდან ჯანდაცვის სამინისტრო თითოეული პენსიონერისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას დაიწყებს, იმის შესახებ, თუ რა მომსახურებას ითვალისწინებს გაზრდილი საპენსიო პაკეტი, რომლითაც ისინი სექტემბრიდან ისარგებლებენ“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
აქვე მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ საპენსიო პაკეტის 140 ლარამდე გაზრდა იმ დაპირების მორიგი ეტაპია, რომლის მიზანი საბოლოოდ პენსიის 100 აშშ დოლარამდე გაზრდაა.