საქართველოში  3,8 მაგნიტუდის   მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

 

დღეს, 20:29 წუთზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით,  მიწისძვრის ეპიცენტრი კასპიდან 12 კილომეტრში, სოფელ წინარეხში დაფიქსირდა. ეპიცენტრში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3,8 მაგნიტუდა შეადგინა.

ბიძგები იგრძნობოდა თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში. მიწისძვრას ნგრევა  არ გამოუწვევია.