ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საპროტესტო გამოსვლების ფონზე იწყება.
ეგვიპტელების ერთი ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და რევოლუციით იმუქრება.
ამომრჩევლების გაღიზიანება კონსტიტუციური სასამრთლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, მუბარაქის მთავრობის ჩინოვნიკებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ.
უსაფრთხოების მიზნით, ქალაქის ქუჩებში, გამოყვანილია სახელმწიფო ჯარისა და პოლიციის 150 ათასამდე წარმომადგენელი.
ეგვიპტის 27 პროვინიაში, 13 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი, დღეს, დილის რვა საათზე გაიხსნა.
ხმის მიცემის პროცედურა ორ საათამდე გაგრძელდა. ამომრჩევლები არჩევანს ორ კანდიდატს ისლამური მოძრაობა „ძმები მუსლიმების“ წარმომადგენელ მუჰამედ მურსისა და მუბარაქის ეპოქის ბოლო პრემიერმინისტრს, ახმედ შაფიკას შორის აკეთებენ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ეგვიპტეში 21 ივნისს გამოაცხადებენ.