შუახეველი

შუახეველი "ქრისტიან-დემოკრატები" "ქართულ ოცნებას" შეუერთდნენ

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მთელი რაიონული ორგანიზაცია  “ქართულ ოცნებას“ შეუერთდა.

„უარს ვამბობ ქდმ-ს შუახევის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაზე და, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, გადავდივარ კოალიციაში "ქართული ოცნებაში", - განაცხადა  ქდმ-ს  შუახევის რაიონული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, გურამ ამაღლობელმა დღეს,  ბათუმში"ქართული ოცნების"ოფისსში  გამართულ ბრიფინგზე.

ამაღლობელის განცხადებით მასთან ერთად  "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" კიდევ ექვსმა წევრმა დატოვა.

"2011 წლის დეკემბრიდან ვიყავი "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" შუახევის ორგანიზაციის თავმჯდომარე. თავდაპირველად მეგონა, რომ ქდმ ხელისუფლების რეალური ოპოზიცია იყო. აღმოჩნდა პირიქით - თურმე ხელისუფლების სატელიტია. ამის გამო, მინდა განვაცხადო, უარს ვამბობ ქდმ-ს შუახევის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაზე და, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, გადავდივარ კოალიციაში "ქართული ოცნებაში", - აცხადებს გურამ ამაღლობელმა.

გურამ ამაღლობელი "ქართული ოცნების" შუახევის ორგანიზაციას უხელმძღვანელებს.