შუახეველი

შუახეველი "ქრისტიან-დემოკრატები" "ქართულ ოცნებას" უერთდებიან

დღეს, 16 ივნისს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მთელი რაიონული ორგანიზაცია უერთდება "ქართულ ოცნებას". ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გურამ ამაღლობელი ბრიფინგს გამართავს და დეტალებზე იქ ისაუბრებს.

ეს ინფორმაცია for.ge-ს აჭარიდან სარწმუნო წყარომ აცნობა. აღსანიშნავია ის, რომ ესაა პირველი შემთხვევა, როცა "ქართულ ოცნებაში" სხვა პოლიტიკური პარტიიდან გადადის მთელი რაიონული ორგანიზაცია.