უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ კატეგორიულად მოსთხოვა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშჩენკოს ციხიდან გათავისუფლება, ამერიკულ ჟურნალ Time-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ნამდვილად სურს ტიმოშჩენკოს შეწყალება.
„როდესაც ტიმოშჩენკოს საქმე დამთავრდება, როდესაც სასამართლო განაჩენს გამოიტანს, მათ შორის ევროპის სასამართლოც, შეწყალების საკითხი პრეზიდენტის კომპეტანციაში იქნება“,- განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა.
ჟურნალისტის განმეორებით შეკითხვაზე, ნამდვილად სურს თუ არა მას იულია ტიმოშჩენკოს შეწყალება, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა: “-დიახ, დიახ, ნამდვილად მსურს“.
უკრაინის პრემიერმინისტრ იულია ტიმოშჩენკოს 2009 წელს რუსეთთან უკრაინისთვის არახელსაყრელი გაზის ხელშეკრულების დადებისთვის, უკრაინის სასამართლომ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.