სააგენტო „აპსნიპრესი“ თურქულ გაზეთ „Hurriyet“-ზე დაყდნობით იუწყება, რომ თურქეთის სახელმწიფო სასწავლებლებში შესაძლოა, აფხაზური ენის სწავლება შემოიღონ.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის განათლების მინისტრი ომერ დინჩერი ინიციატივით გამოვიდა,რომ ქვეყნის სახელმწიფო სასწავლებლებსა და სკოლებში იმ ხალხების ენების სწავლება შემოიღონ, რომლებიც თურქეთში ცხოვრობენ, მათ შორის ეს აფხაზურ ენასაც ეხება.
თურქეთის განათლების მინისტრის განმარტებით, აღნიშნულის განსახორცილებლად აუცილებელია, რომ ენის შესწვალის 10-12 მსურველი არსებობდეს. ამას გარდა საჭიროა შესაბამისი სასწავლო პროგრამისა და ლიტერატურის შემუშავება.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის განყოფილების წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული საკითხი თურქეთის პარლამენტში უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში არაერთხელ დამდგარა.