საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შეფასებით, ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გავრცელებული ინფორმაცია სამტრედიის მოსახლეობისათვის გარკვეული სამედიცინო დახმარების დაფინანსების თაობაზე პროკურატურის მხრიდან მოკვლევის ჩატარებას საჭიროებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური განცხადებას ავრცელებს. განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შეფასებით, ტელესიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია სამტრედიის მოსახლეობისათვის გარკვეული სამედიცინო დახმარების დაფინანსების თაობაზე საჭიროებს პროკურატურის მხრიდან მოკვლევის ჩატარებას აღწერილ ქმედებაში დანაშაულის შესაძლო ნიშნების დადგენასთან დაკავშირებით.
აქედან გამომდინარე, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები.
თავის მხრივ, მონიტორინგის სამსახური გააგრძელებს აღნიშნული ინფორმაციით გავრცელებული გარემოებების შესწავლას“, - ნათქვამია კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, კონტროლის პალატას შესაბამისი რეაგირებისათვის არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივმა დამცველმა“ მიმართა.
საზოგადოებრივმა დამცველმა მოგელაძის უწყებას, ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, კონტროლის პალატისგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის სავარაუდო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის ნდობით აღჭურვილი პირების, მიერ ამომრჩევლის მოსყიდვას მცდელობის გამოძიება მოითხოვა.