პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის შეფასებით, აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი ე.წ. მასთ ქერზე ზოგადად საუბრობს და შინაარსს არ აკონკრეტებს. აღნიშნული შეფასება მინაშვილმა
აშშ-ს ელჩის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
,,ამერიკის ხმის" ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ატლანტიკურ საბჭოში გამართული დისკუსიისას განაცხადა, რომ „მასთ ქერის“ პრინციპის უკან დგას მიზანი, რომელიც მედიის ხელმისაწვდომობის პრობლემის დაძლევას გულისხმობს.
მინაშვილის აზრით, ის ვარიანტი რაც „ე.წ.მასთ ქერთან“ დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის შემოთავაზებული გაურკვეველი და ბუნდოვანია.
„მსგავსი პრინციპი მსოფლიოში არ არის, როდესაც საკაბელო მაუწყებლებს ვალდებულება აქვთ, რომ მასში ჩაერთოს სხვა საკაბელო და სატელიტური მაუწყებლი, ეს არის თავისუფალი, შეუზღუდავი ბიზნესი და აქ სახელმწიფო რეგულირება უკუშედეგს მოიტანს, უფრო შეზღუდავს თავისუფალ მედიას. სად არის ზღვარი? კაბელს თუ ავალდებულებ სხვა კაბელის ჩართვას, რატომ არ ავალდებულებ მაგალითად რომელიმე პოლიტიკოსი აჩვენოს მთელი დღის განმავლობაში? ეს არის ზედმეტი რეგულირება, რომელიც თავად თავისუფალი მედიისთვის მიუღებელია, ამიტომ იმ ფორმით რა ფორმითაც შემოთავაზებულია, ამაზე საუბარი ზედმეტია“, - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.
მისი აზრით, „მასთ ქერის“ პრინციპის სხვადასხვა ლავირება არსებობს, მაგრამ ის რაც არასამთავრობო სექტორის მიერ არის შემოთავაზებული, უპრეცედენტო შემთხვევაა და მაუწყებლების ზედმეტი რეგულირებაა.
კამპანია „ეს შენ გეხებამ“ გუშინ ე.წ. მასთ ქერთან(მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტზე) დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეთანხმებას ვერ მიაღწიოა.