პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი თავისი გუნდით კმაყოფილია. ივანიშვილის განცხადებით, კოალიციაში ბევრი გულწრფელი, კარგი ადამიანია და ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ.
რაც შეეხება ბლოკს, ივანიშვილი აცხადებს, რომ მას ექნება სახელი „ივანიშვილი _ „ქართული ოცნება“ და ნომრით შვიდი იქნება.
„ქართული ოცნების“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში ორი მესამედით ან შეიძლება, სამი მეოთხედით მოვიდნენ.
„ძალიან კარგი გუნდი მყავს. რა თქმა უნდა, იქ თითოეულ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერს ჰქონდა გარკვეული შეცდომა და მეც თითოეულ მათგანთან მქონდა კონკრეტული საუბარი. ამოვწიეთ ეს შეცდომები, ვიმსჯელეთ, ბევრი შეცდომა ჩასწორდება, მაგრამ რაც მთავარია, მათ შორის, ძალიან ბევრი გულწრფელი და კარგი ადამიანია. ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს გუნდში და ძალიან ბევრ პოლიტიკოსს განსხვავებულს იხილავს საქართველოს მოსახლეობა. მათ გააცნობიერეს, რომ სადღაც მათი ისეთი პრინციპულობა ზოგჯერ არ იყო საჭირო ან არ იყო საკმარისი. რაც შეეხება ბლოკს, მას ექნება სახელი "ივანიშვილი - "ქართული ოცნება". გვარი გამოკვეთილი იქნება, ნომრით შვიდი და ჩვენი მოსახლეობა კარგად გაიგებს. ის, რომ მე საპარლამენტო სიაში არ ვიქნები, პრაქტიკულად, არაფერს ცვლის. ჩვენ, მოვალთ პარლამენტში ორი მესამედით და შეიძლება სამი მეოთხედითაც მოვიდეთ იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად შევცვალოთ ის, რაც აუცილებელია. მე დავიბრუნებ საქართველოს მოქალაქეობას და ყველაფერი იქნება გეგმიურად“, - განაცხადა ივანიშვილმა