ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით რონჟესი უკანონო შემოსავლის შესაძლო ლეგალიზაციის მოტივით იკითხება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით რონჟესი უკანონო შემოსავლის შესაძლო ლეგალიზაციის მოტივით იკითხება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „გლობალ ტვ“ - ის ამერიკელი მეწილის ალექსანდრე რონჟესის დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის  ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.

მიღებული ინფორმაციის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ ალექსანდრე რონჟესმა 2004 წლის ოქტომბერში 180 000 ლარად შეიძინა თბილისში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც  2012 წლის 8 ივნისს გაასხვისა შპს „ლიზინგი 21“-ზე 3 100 000 ლარად და მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაღდი ფულის სახით გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც საქართველოს კანონმდებლობითა და  შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს.

ვინაიდან მან საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა თანხის დეკლალირება, მიზანშეწონილია ალექსანდრე რონჟესი მოწმის სახით იქნეს დაკითხული“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,  რამდენიმე საათის წინ „გლობალ ტვ“-ს ამერიკელი პარტნიორი ალექსანდრ რონჟესი თბილისის აეროპორტში გამგზავრებისას დააკავეს.