პარიზის ლუვრის ისტორიაში, პირველად მის შუშის პირამიდაში მოდების ჩვენება გაიმართა. დეფილე წარმოადგინა იტალიური მოდის სახლმა Salvatore Ferragamo.
პარიზის ცნობილი მუზეუმის ხელმძღვანელობამ, მოდის სახლს ლუვრში ჩვენების გამართვის უფლება იმიტომ მისცა, რომ Salvatore Ferragamo არის სპონსორი ლუვრის მთავარი ექსპოზიციისა, რომელიც ლეონდარდო და ვინჩის დაუსრულებელ ნახატს „წმინდა ანა, მარიამთან და ჩვილ ქრისტესთან ერთდს“ წარმოადგენს. თავის მხრივ, Salvatore Ferragamo-ს კრეატიულმა დირექტორმა, მაქსიმილიანო ჯიორნეტიმ აღნიშნა, რომ იტალიური მოდის სახლის ახალი კოლექციის შთაგონების წყარო ლუვრის ესთეტიკა და ფრანგი დიზაინერების ნამუშევრები გახდა.
ახალი კოლექციის წამყვანი ფერებია: თეთრი და ღია კრემისფერი. მოდელებმა წარმოადგინეს კოსტიუმები, კაბები ფეხსაცმლები და გველის ტყავისგან შეკერილი კლაჩები. ჩვენებას მოდის ცნობილი კრიტიკოსები და ხელოვნების წარმომადგენლები დაესწრნენ.
იტალიური მოდის სახლი Salvatore Ferragamo დაარსდა დიზაინერისა და მოდელის სალვარტორე ფერაგამოს მიერ. მან კარიერა 90-იან წლებში დაიწყო. დღეს, მოდის სახლი Salvatore Ferragamo მისი ოჯახის პირად საკუთრებას წარმოადგენს.