Eurasianet.org-ის მიმომხილველი ჯოშუა კუცერა ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტს ეხება და საქართველო-ამერიკის ურთიერთობას სამხედრო თანამშრომლობის ახალ, შეზღუდულ სტრატეგიას უწოდებს. სტატიას ქართულ ენაზე Foreignpress.ge აქვეყნებს
კუცერას განცხადებით, ჰილარი კლინტონმა, სანამ ბათუმში ადგილობრივი მეღვინეების ნაწარმს დააგემოვნებდა, მანამდე განაცხადა თავისი ჩამოტანილი „სამხედრო თანამშრომლობის ახალი ასპექტების შესახებ“, რომელსაც შეიძლება პრეზიდენტ სააკაშვილს ვაშინგტონში ყოფნისას პირდებოდნენ, თუმცა მაშინ არ დაუკონკრეტებიათ ეს ასპექტები.
„აშშ უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების წრთვნას და მხარდაჭერას ქვეყნის სანაპირო და საჰაერო კონტროლის სრულყოფის მიზნით. ჩვენ დავეხმარებით მას, ვერტმფრენთა პარკის განახლებაში, რათა შეუმსუბუქოთ რესპუბლიკას თავის ტერიტორიაზე მგზავრების და ტვირთის ტრანსპორტირება. ჩვენ ვაპირებთ ხელი შევუწყოთ საქართველოს შეიარაღებულ ძალების მომზადებას 21-ე საუკუნის სულისკვეთებით, რაც აუცილებელია ამოცანების განხორციელებისთვის დღევანდელ ცვალებად სამყაროში. ამ სიახლეების რეალიზებით საქართველო უფრო მტკიცე საერთაშორისო პარტნიორი გახდება, აიმაღლებს რა საკუთარ თავდაცვისუნარიანობის დონეს“,-მოჰყავს Eurasianet.org-ის მიმომხილველს ჰილარი კლინტონის სიტყვები.
ჯოშუა კუცერა ქართული მხარისთვის ამერიკის მიერ ახალი ქართული კატარღის გადაცემის თემასაც ეხება და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი სასარგებლოა, თუმცა ის მაინც არ არის, რაც სააკაშვილს უნდა.
„ეს ყველაფერი საქართველოსთვის სასარგებლოა, თუმცა ის სულაც არ წარმოადგენს იმ „თავდაცვითი ფუნქციის მატარებელ იარაღს“, რომლის მიღებაც სააკაშვილს სურს, კერძოდ ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას და საჰაერო თავდაცვის სისტემას. დეტალების არცოდნის ფონზე, გაურკვეველია ისიც, თუ რამდენად წარმოადგენს სიახლეს ეს „21-ე საუკუნის წრთვნა“, რომელიც უკვე გარკვეული პერიოდია რაც მიმდინარეობს აშშ-ს მიერ იმ ქართული კონტიგენტის მომზადების ფარგლებში, რომელიც ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობს. ხოლო „ნაპირების და საჰაერო სივრცის კონტროლი“, როგორც ჩანს სანაპირო დაცვის დახმარებით შემოიფარგლება, რაზეც ჰილარი კლინტონმა ისაუბრა“,-წერს კუცერა.
Eurasianet.org-ის მიმომხილველი აცხადებს, რომ აშშ-ს მიერ გამოცხადებულ პროგრამის „საქართველოს თავდაცვითუნარიანობის განმტკიცების შესახებ“ ძირითადი კომპონენეტები გამოცხადდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მიმომხილველის აზრით, გასარკვევია, ქართულ-ამერიკული მხარეების თანამშრომლობა „ახალ საფეხურზე“ არის გადასული თუ შეჩერებულია?
„თუმცა, კითხვა შემდეგში მდგომარეობს: არის კი ეს ნაბიჯი გადადგმული სამხედრო თანამშრომლობის „ახალი საფეხურისკენ“, რომელზეც, საქართველოს მთავრობის თქმით, ის აშშ-სთან ერთად გადადის, თუ სწორედ ეს არის ის საფეხური. (საქართველოსთვის) ყველაზე ოპტიმისტურ ვარიანტშიც კი მათ არ უნდა მოსწონდეთ ობამას ადმინისტრაციის აშკარა სურვილი, რომ როგორმე პროცესი გააჭიანუროს“,-აღნიშავს ჯოშუა კუცერა.