მორგი, თუ საცხობი - ადამიანის სხეულის ნაწილებად გამომცხვარი ტალანდური პური (VIDEO)

მორგი, თუ საცხობი - ადამიანის სხეულის ნაწილებად გამომცხვარი ტალანდური პური (VIDEO)

აზიამ თავისი კულინარული ტრადიციებით დანარჩენი მსოფლიო შოკში არაერთხელ ჩააგდო. ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს კერძი - „კვერცხი შარდში“. მათი ახალი „შედევრი“ მსოფლიოს კიდევ უფრო გააოგნებს, რადგან მას ექსპერტიზიდან გამოტანილი ადამიანის  სხეულის ნაწილების ფორმა აქვს.

ტაილანდელი მცხობელი კიტივატ უნარო აცხობს პურს, რომელსაც თამამად შეიძლება „საშინელი“ ეწოდოს, მას ადამიანის სხეულის ნაწილების ფორმა აქვს.  „ადამიანი-პური“ ყველა საოჯახო მაღაზიაში  დანაწევრებულად იყიდება:  თვალები, ტუჩები, ფეხის ტერფები, ხელის მტევნები და სხვა დეტალები გაფორმებულია თხილით, ქიშმიშითა და ა.შ. კიტივატო თავად მუშაობს თითოეულ პურზე და სპეციალურად ხატავს მათ, ისე რომ მაქსიმალურად საშინლად გამოიყურებოდეს და მყიდველი შოკში ჩააგდოს.

უთმო სხეული და მასზე „სისხლი“ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს  მაღაზიის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი, სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიიდან გამოტანილი ადამიანის გვამის ნაწილები იყოს.

ამ განსაცვიფრებლად რეალური შედეგის მისაღებად  კიტივატმა დიდი დრო დაუთმო ანატომიის შესწავლასა და სასამართლოს მუზეუმებში სიარულს. ამავე დროს, ის მუშაობდა იმაზეც, რომ მისი ახალი კულინარიული „შედევრი“ რაც შეიძლება გემრიელი გამოსულიყო.

კიტივატის საცხობი მთელ ტაილანდშია ცნობილი. კიტივატიმ პურის ცხობა 10 წლის ასაკში დაიწყო.

საინტერესოა, ვინ და რატომ ყიდულობს ამ საშინელებას, თუმცა ფაქტია, რომ ტაილანდში მსგავსი პურის დახლებთან ყოველთვის ბევრი კლიენტი იყრის თავს.