კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს, საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.
პრესკონფერენცია 13:00 საათზე ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში გაიმართება.
კამპანიაში მონაწილეთა განმარტებით, პრესკონფერენციაზე მიმართვა გავრცელდება, რომელიც ბოლო დღეებში ქვეყანაში შექმნილ საარჩევნო პრობლემებს შეეხება.
პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრებენ კამპანიის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნის ე.წ. must carry-ისა და must offer-ის პრინციპების კანონმდებლობაში ასახვაზე.