ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42- ე მუხლი" "Freedom House"- ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება და შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებს, რომ გაიზიარონ ანგარიშში ასახული შეფასებები და განახორციელონ ცვლილებები, რომელიც არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ანგარიშის თანახმად, მომდევნო 2012, 2013, 2014 წლები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების კუთხით. ძირითადი გზავნილი უკავშირდება საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისს სამართლიანად, გამჭვირვალედ დემოკრატიის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.
,,42-ე მუხლი“ იზიარებს აღნიშნულ შეფასებას და მიიჩნევს, რომ არჩევნების სამართლიანობისა და გამჭირვალობის ხარისხი ქართული დემოკრატიისთვის ტესტი იქნება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია მედიის როლის გაძლიერება, რათა მედიამ დამოუკიდებლად შეასრულოს საკუთარი ფუნქცია და არ მოხდეს სამოქალაქო საზოგადოებასა თუ მედიაზე რაიმე ზეგავლენა სახელმწიფოს მხრიდან. აუცილებელია, რომ სახელმწიფოში დიდი ცვლილებები განსახორციელდეს მედიის თავისუფლებისთვის.
სამოაქალაქო საზოგადოების კუთხით, ანაგარიში საუბრობს სამოქალაქო საზოგადოების სისუსტეზე და აფასებს 3.75 ქულით რაც საგრძნობლად დაბალია გასულ წლებთან შედარებით. უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის სამოქალაქო საზოგადოების როლი უმნიშვნელოვანესია და მისი სისუსტე საფრთხეს უქმნის სახელმწიფოში დემოკრატიულობის განვითარებას.
სასმართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა შეფასებულია მხოლოდ 5.00 ქულით. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კუთხით პროცენტული მაჩვენებლის ზრდა საკმაოდ დაბალია და სასამართლოს ხელისუფლების დამოუკიდებლობის კუთხით მდგომარეობა კვლავ უცვლელი რჩება.
„42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ ანგარიში დეტალურად ასახავს იმ საკითხებს, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესს და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გაიზიარონ ანგარიშში ასახული შეფასებები.