,,42-ე მუხლი” მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის განმარტებებს ითხოვს

,,42-ე მუხლი” მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის განმარტებებს ითხოვს

ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” დავით საყვარელიძისგან ს განმარტებებს ითხოვს. მათი განცხადებით ქართულ მედიაში გავრცელებული  ინფორმაციზე, რომ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ შესაძლოა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარ კანდიდატად კენჭი იყაროს - აღნიშნულ თემაზე მთავარი პროკურატურის მხრიდან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

 ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

 ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტში ვკითხულობთ, რომ პროკურატურის მუშაკი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას.

 ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, როგორც დავით საყვარელიძეს, ასევე, ,,ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს განმარტება გააკეთოს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან კანონის თანახმად პოლიტიკურ საქმიანობა პროკურორის ფუნქციებთან შეუთავსებელი“- აცხადებენ ორგანიზაციში.