#6 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული, გიორგი ოქროპირიძე სახალხო დამცველს წერილით მიმართავს. from.ge ოქროპირიძის წერილს უცვლელად, გთავაზობთ.
„ბატონო გიორგი, დღეს 2012 წლის 8 ივნისს დავიწყე შიმშილობა, რომლის მიზეზიც არის მთელი რიგი ჩემს მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებები, რომელიც დაიწყო 2009 წლის 25 იანვარს. მოგეხსენებთ, ვიყავი პატიოსანი მოქალაქე, საქართველოს ნაკრების წევრი წყალბურთში, სტიქაროსანი, უმაღლესი განათლებით, ნასამართლეობის არმქონე.
2008 წლიდან მყავდა შეყვარებული ტატა შავგულიძე, რომელთანაც 2009 წელს მომივიდა კონფლიქტი და აღარ მქონდა მასთან ურთიერთობა, რამაც გამოიწვია მისი ოჯახის ჩემს მიმართ ცუდი განწყობა. 2009 წლის 25 იანვარს, ჩემი ავტომობილით შევიარე აბაშიძის ნომერ 10 - ში მდებარე ჩიხში, სადაც შემთხვევით, ჩემი ავტომობილით გავკაწრე იქ მდგარი ავტომობილი „ფორდი“, რომელიც ეკუთვნოდა მოსამართლე ნინო ონიანს. მე არ ვიცოდი, თუ ეს მანქანა მისი იყო. მოგახსენებთ, რომ ნინო ონიანი არის შავგულიძეების ოჯახის ძალიან ახლობელი და მას შემდეგ იგი იმყოფება დღემდე ჩემს პირად დაინტერესებაში.
იმ საღამოს მე 1 საათის შემდეგ დაახლოებით, წავედი მაგ ეზოდან ვინაიდან მანქანის პატრონი არ გამოჩნდა. შემდეგ უკვე ჩემი მეგობრის ზარით გავიგე, რომ თურმე ჩემზე ძებნა ყოფილა გამოცხადებული“, - წერს გიორგი ოქროპირიძე.