,,42–ე მუხლის“ საგანგებო განცხადება

,,42–ე მუხლის“ საგანგებო განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“  ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლობების წინაშე ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42–ე მუხლის“ იმიჯის შელახვას ცდილობენ.

 ამის შესახებ ორგანიზაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ

 „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ წუხილს გამოხატავს იმის გამო, რომ ხელისუფლების ცალკეულმა წარმომადგენლებმა ორგანიზაციის ყოფილი წევრების მოსაზრებები „42-ე მუხლის“ ჰომოფობიაში დადანაშაულების საფუძვლად არაერთხელ გამოიყენეს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ არის აპოლიტიკური უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელმაც 2011 წელს პირველი საქმე გააგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჰომოფობიის საფუძველზე დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნით.

„42–ე მუხლი“ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ყოფილი წევრების მოსაზრებები „კონსტიტუციის 42–ე მუხლის“ ოფიციალურ პოზიციად არ წარმოაჩინონ“,-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.