პარლამენტმა დღეს, „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას მინიმალური პენსიის საარსებო მინიმუმადე გაზრდის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. ბაღათურიას კანონპროექტის მომხრე, მხოლოდ 5 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი - 32, ხოლო 65 დეპუტატმა თავი შეიკავა.
კენჭისყრამდე ბაღათურიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა დეპუტატებს, ნუ გაავლებენ ამ საკითხზე პარტიულ სადემარკაციო ხაზს და მხარი დაუჭირონ მინიმალური პენსიის გაზრდას.
დეპუტატის ინიციატივით, ყველა ასაკით პენსიონერისთვის მინიმალური პენსია საარსებო მინიმუმს, ანუ 170 ლარს უნდა გაუტოლდეს, ხოლო 2013 წლიდან პენსიონერებს ყოველ ნამუშევარ წელიწადზე 2 ლარი უნდა დაემატოს.