თარგამაძე ქალაქ ლაზიკასთვის

თარგამაძე ქალაქ ლაზიკასთვის "მიშაპოლისის" ან "მიშაბურგის" დარქმევას მოითხოვს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე უმრავლესობას ქალაქ ლაზიკასთვის "მიშაპოლისის" და ან "მიშაბურგის" დარქმევას სთავაზობს.

ეს განცხადება თარგამაძემ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ქალაქ ლაზიკასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას გააკეთაა.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა სხვადასხვა ქალაქებში რაც არ უნდა პროექტები განახორციელოს, კონკრეტული ქალაქი მის სახელთან ვერ იქნება დაკავშირებული. ამიტომ, თარგამაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი და პირადი ამბიცია აქვს, რომ ისტორიაში მის სახელთან დაკავშირებული არქიტექტურული საქალაქო ძეგლი შევიდეს და ასე მოახდინოს მისი სახელის უკვდავყოფა.

გიორგი თარგამაძე საპარლამენტო უმრავლესობას სთავაზობს ბოლომდე დააკმაყოფილონ სააკაშვილის ამბიციები და კონსტიტუციაში “ლაზიკას” ნაცვლად "მიშაპოლისი" ან "მიშაბურგი" ჩაწერონ.