აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატებს ლევან ვარშალომიძე შეარჩევს

აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატებს ლევან ვარშალომიძე შეარჩევს

 აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე შეარჩევს.  ნაციონალური მოძრაობა აჭარიდან  მაჟორიტარების შერჩევაში არ ერევა და საპარლამენტო არჩევნებისთვის  კანდიდატების წარდგენის საკითხი მთლიანად ლევან ვარშალომიძის გადასაწყვეტია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან პარლამენტში 6 მაჟორიტარი იქნება წარმოდგენილი: ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის. აქედან ერთ-ერთი მაჟორიტარი პარლამენტის ვიცესპიკერი გახდება.

პრეზიდენტი მიხეილ საკააშვილი ლევან ვარშალომიძეს საკმაოდ ენდობა და ამდენად, მაჟორიტარების შერჩევის საკითხში სრულ „კარტბლანშსს“ აძლევს.