CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეგვიპტის 84 წლის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი, რომელიც საკუთარი დემონსტრატების დახვრეტისა და მათზე განხორციელებული ძალადობის გამო იხდის სასჯელს, კომაში ჩავარდა და დეფიბრილიატორების საშუალებით გამოიყვანეს მდგომარეობიდან. გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუბარაქმა მოითხოვა ციხის ექიმებისგან, ორივე შვილი შეეყვანათ მასთან საკანში გამოსამშვიდობებლად, რადგან გრძნობდა, რომ ძალიან ცუდად იყო.
ციხის ადმინისტრაცია დათანხმდა და მუბარაქის ორივე ვაჟიშვილი ალი და გამალი მამასთან შეუშვეს.
CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მუბარაქის შესახებ, ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეგვიპტურ გაზეთთან „ალ-მასრი ალ იაუმ“-თან უარჰყოფს და აცხადებს, რომ ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.