ვატიკანის ბანკს მაფიის ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ

ვატიკანის ბანკს მაფიის ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ

იტალიური მასმედიის ინფორმაციით, იტალიის პროკურატურამ  ვატიკანის ბანკს კათოლიკე მღვდლის, რომელიც ამჟამად მღვდელმსახურებას ჩამოშორებულია, ნინო ტრეპედის საბანკო ანგარიშის გახსნა მოსთხოვა. პროკურატურის ვარაუდით, 2007-2009 წლებში ტრეპედის ანგარიშზე დაახლოებით ერთი მილიონი ევროპა გადარიცხული, რომელიც იტალიელ მაფიოზს მატეო მესინი დენაროს, მეტსახელად ეშმაკს ეკუთვნოდა, ვატიკანის  მღვდელი კი მის ლეგალიზაციას ახდენდა.

ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში იტალიის ბანკმა ვატიკანის ბანკი არაკანონიერი ოპერაციების შესრულებაში დაადანაშაულა.  22 მილიონი ევროს გადარიცხვა ვატიკანის ბანკიდან ხორციელდებოდა პატარა იტალიურ ბანკებში Credito Artigiano და Banca del Fucino-ში, აგრეთვე გერმანულ ბანკში J.P.Morgan Frankfurt-ში. იტალიური ბანკის მიერ 21 სექტემბერს გადარიცხვის ოპერაცია შეჩერდა, თუმცა მაშინ სისხლის სამართლის არ აღძრულა.