ქუთაისში

ქუთაისში "ქართული ოცნების" აქციას საია და "სამართლიანი არჩევნები" დააკვირდებიან

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 10 ივნისს, ქუთაისში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციას დააკვირდებიან.

დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში განახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.

„ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ქუთაისში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 10 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება საია და „სამართლიანი არჩევნები“ იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, ასევე - სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები“, - აცხადებენ საიაში.