განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა ოჩიაურის განცხადებით, ეროვნული გამოცდები კი არ უქმდება, აბიტურიენტებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების განსხვავებული სისტემა მკვიდრდება.
ოჩიაურის განმარტებით, სკოლებში ჩატარებული გამოცდების შედეგის საფუძველზე აბიტურიენტების მოხვედრას უმაღლეს სასწავლებლებში ეროვნული გამოცდები ერქმევა და 8 + 4 ნაცვლად, 8 +1 იქნება.
მისი თქმით, ამ ინიციატივაზე მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს და ახლა მის დახვეწას ცდილობენ.
„ეს რა თქმა უნდა, ეროვნული გამოცდები იქნება. უნივერსიტეტებში ჩაბარების ეს მოდელი ძალიან ბევრ ქვეყანაშია, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები გვაძლევს საშუალებას უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარო. ახლა მსჯელობა ამ ინიციატივის დახვეწაზე მიმდინარეობს. თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს გამოცდები, შეიძლება ზოგიერთ საგანში გამოცდის ტიპი შეიცვალოს და მაგალითად, ქართულ ენაში გამოცდის ერთ-ერთი კომპონენტი წერა იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ აბიტურიენტებს ერთ საგანში ორჯერ დუბლირებულად, გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ. ეს ძალიან ლოგიკურია“, - განაცხადა ოჩიაურმა.
რაც შეეხება, სკოლის დონეს ოჩიაურის განცხადებით, სკოლის დონე ისეთივე იქნება, როგორც არის და კიდევ უფრო უკეთესი.
„ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მასწავლებლების გადამზადების პროცესის შედეგად, უკეთეს დონეს მივიღებთ. სკოლაში არსებული დღევანდელი დონე თუ არაა დამაკმაყოფილებელი აბიტურიენტისთვის გაიარონ ეროვნული გამოცდები რეპეტიტორები სწორედ ამ შემთხვევაშია აუცილებელი და სკოლაში ჩვენ ვეცდებით ეს დონე ვუზრუნველყოთ“, - განაცხადა ოჩიაურმა.
მისი თქმით, გამოცდა სწავლის ხარისხის ამაღლებისთვის აუცილებელი ზომა და კომპონენტი კი არა, ცოდნის შეფასების კრტირიუმია.
„აბიტურიენტებს ვერ მოვთხოთ იმაზე მეტ ცოდნას ვიდრე, მათ სკოლებში მივეცით. თანასწორება მოითხოვს სწორედ იმას, რომ რა ცოდნსაც ჩვენ ვაძლევთ სკოლებში ის ცოდნის ხარისხი შევუმოწმთ გამოცდებზე ეროვნული იქნება ეს თუ გამოსაშველი“, - განაცხადა ოჩიაურმა.
შეკითხვის პასუხად - უნივერისტეტბში ჩაბარების განსხვავებული სისტემის შემოღება რამ განაპირობა, იმან რომ ეროვნულმა გამოცდებმა არ გაამართლა, თუ რეფორმებმა ოჩიაური აცხადებს, ეროვნული გამოცდების შემორების უმთავრესი მიზანი თავის დროზე მისაღები გამოცდების სისტემაში კორუფციის აღმოფხვრა იყო და ეს მიზანი ძალიან კარგად იქნა დაძლეული.
„დღეს ჩვენ სხვა ამოცანის წინაშე ვდგავრთ ვნახეთ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც სკოლას ამთავრებდნენ ფოკუსირებულნი იყვნენ მხოლოდ იმ საგნების მომზადებაში, რასაც ეროვნულ გამოცდებზე აბარებდნენ და სხვა საგნები უგულებელყოფილი იყო. ფაქტიურად, ბოლო კლასებში სკოლაში დასწებაც ძალიან დაბალი იყო. იმის გამო, რომ ახალგაზრდებს სკოლაში სხვადასხვა საგნის სწავლის ინეტერესი გასჩენოდათ შემოვიღეთ დამამთავრებელი სკოლის გამოცდები, რომელიც მეორე წელია ძალიან წარმატებით ჩატარდა. ახლა დაგვიდგა ამოცანა საჭიროა თუ არა იყოს დუბლირებული გამოცდები, ერთი გამოსაშვები და მეორე ეროვნული და სწორედ ამ კომპონენტს ვიღებთ“, - აცხადებს ოჩიაური.