სირიის კრიზისთან დაკავშირებით გაეროსა და არაბთა სახელმწიფო ლიგის სპეციალური წარმომადგენლის, კოფი ანანის განცხადებით, სირიასთან შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას, ირანმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.
„საჭიროა შეიქმნას საკონტაქტო ჯგუფი, რომელშიც შევლენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც კონკრეტული ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ სირიაზე და მათ შორისაა ირანი, რომელიც რეგიონის მნიშვნელოვანი პერსონაა“,- განაცხადა კოფი ანანმა.
კოფი ანანის ინიციატივის წინააღმდეგი გამოვიდა ამერიკა, რომელმაც ირანის კანდიდატურა დაიწუნა.
მანამ სანამ ირანი არ გადაწყვეტს მსოფლიო პოლიტიკურ რეგულაციაში თავისი წვლილი შეიტანოს, მანამ მისი ადგილი ამ ჯგუფში არ იქნება. ის აქამდე მხოლოდ დესტრუქციულ როლს თამაშობს“,- განაცხადა ამერიკის წარმომადგენელმა გაერო- ში სიუზან რაისმა.