სილამაზის მე–10, საიუბილეო კონკურს „მის საქართველო 2012“-ში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ გოგონებს 17–დან, 25 წლის ასაკამდე. რეგისტრაცია კომპანია „იმიჯ ცენტრის“ ოფისში, 1 ივლისამდე გაგრძელდება.
ფინალურ კასტინგზე შეირჩევა 20 გოგონა, რომლებიც ბრძოლას „მის საქართველოს 2012“-ის ტიტულისთვის გააგრძელებენ.
კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, „მის საქაღთველო 2012“-ის ფინალური შოუ და გალა კონცერტი ივლისის ბოლოს, ბათუმის ახალ თეატრში გაიმართება, სადაც წარმომადგენლობითი ჟიური ნომინანტებს გამოავლენს. კონკურსის გამარჯვებული „მის საქართველო 2012“ მთავარი პრიზით - თეთრი ფერის ავტომობილი „TOYOTA RAV 4“-ის ახალი მოდელით დასაჩუქრდება.