„დემოკრატიული მოძრაობა“ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი წევრების დაკავებას პოლიტიკური ანგარიშსწორების მორიგ მაგალითად აფასებს.
"დემოკრატიული მოძრაობა" ქუთაისში "ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით გრიგოლ ამბროლაძის, მიხეილ მესხისა და მიხეილ ამაშუკელის დაკავება არის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ არაერთგზის განხორციელებული ანგარიშსწორების კიდევ ერთი მაგალითი“,- ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობა" სოლიდარობას უცხადებს დაკავებულებს და გმობს ხელისუფლებიდან მართული სასამართლოს მიერ გამოტანილ სრულიად უსამართლო განაჩენს",
მოძრაობა საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს, მსგავსი მოვლენების მონიტორინგში აქტიურად ჩაერთოს და სამართლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება მოითხოვოს. -
"კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ იმის აუცილებლობას, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთდ, ხელისუფლების მხრიდან სულ უფრო გაძლიერებულ ტერორსა და ზეწოლას, რეალურმა ოპოზიციურმა სპექტრმა ერთიანი ძალისხმევა უნდა დაუპირისპიროს", - აღნიშნულია განცხადებაში.